საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისა და ყაზახეთის დასავლეთ ოლქის სამეწარმეო-ინდუსტრიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოლქის გუბერნატორმა, ნარიმან ტურეგალიევმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ყაზახეთში ამჟამად არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები დეტალურად გააცნო.

პრეზენტაციის ფარგლებში რეგიონის სავაჭრო კავშირები, საიმპორტო და საექსპორტო პროდუქცია, ასევე ნავთობპროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტი განიხილეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობას, ასევე, რეგიონის გამოცდილებას მეცხოველეობისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთა.

„მივესალმებით ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასეთი სახის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე მიმართულება, რაც სასიხარულოა და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს," - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო