მეთიუ მილერი - ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე გადაწყვეტილება მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

შეხვედრის ინიციატივით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი გამოვიდა, რომელმაც ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი დუბაიში, კლიმატის საკითხებს მიძღვნილ კონფერენციაზე დაპატიჟა.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, როდესაც საკითხი უკრაინის მომავლის განსაზღვრას ეხება. აქ, პირველ რიგში, გადაწყვეტილებას იღებს კიევი, და ეს ეხება ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებას“, - განაცხადა მილერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე გააგებინა ყველას, რომ მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, სადაც ოფიციალური მოსკოვი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ცნობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო