დმიტრო კულება - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთად ვერასდროს ვიხილავთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება.

"რუსეთის ლიდერი არ არის პარტნიორი მოლაპარაკებებისთვის, მან ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა,"- განაცხადა კულებამ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება სურს.

კულებას განმარტებით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მის მიერ მიტაცებული მიწების გათავისუფლების შემდეგ.

"პუტინი არ არის პარტნიორი. არსებობს არაპირდაპირი ბრძოლის სხვა დიპლომატიური გზებიც, მაგრამ გვესმის, რომ პუტინს და ზელენსკის ერთ მაგიდასთან ვერასდროს ვიხილავთ ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო