პიტერ სტანო - რუსეთი აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს - თუ ბიზნესის კეთება გსურთ, რუსეთი ამის ადგილი არ არის

მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებაში მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ DW-ს განუცხადა.

გამოცემამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც „არამეგობრულ ქვეყნებთან“, მათ შორის ევროკავშირის წევრებთან, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შეჩერებას გულისხმობს.

”რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რაც სურს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, რითაც მსოფლიო საზოგადოებაში აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი სიგნალი გაღე სამყაროსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის: თუ ნამდვილად გსურთ რაიმე ბიზნესის კეთება, რუსეთი ამის ადგილი არ არის ", - განაცხადა პიტერ სტანომ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო