მედია - ანგელა მერკელისთვის სტილისტების მომსახურებაზე გერმანიის ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა მას შემდეგ, რაც მას პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა

გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელისთვის სტილისტების მომსახურებაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 55 000 ევრომდე დაიხარჯა მას შემდეგ, რაც მას კანცლერის პოსტი უკვე დატოვებული ჰქონდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tagesspiegel, სააგენტოს ჟურნალისტის მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული თანხა 2021 წლის შემდეგ კოსმეტიკაზე, სტილისტებისა და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე მაშინ დაიხარჯა, როდესაც მერკელი ქვეყნის კანცლერის მოვალეობას აღარ ასრულებდა.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნის გარეგნობაზე ზრუნვა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველთვიურად საშუალოდ 3 000 ევრო უჯდება, რასაც ისინი არამიზნობრივ ხარჯებს უწოდებენ.

გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს გერმანიის ახალი კანცლერის ოლაფ შოლცისთვის ფოტოგრაფების და მაკიაჟის სპეციალისტების მომსახურებაზე ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან 1.5 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო