ირაკლი ღარიბაშვილი - მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა - ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა

მაშინ, როდესაც შინდისში ჩვენი გმირები იბრძოდნენ, საქართველოს პრეზიდენტი მთელმა მსოფლიომ მიწაზე გართხმული იხილა. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ მთავრობამ თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოახერხოს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს.

„გმირების გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მათ სამშობლოს, ყველაზე ძვირფასს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და უდიდესი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი დაგვიტოვეს. ამით ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით მათ ოჯახებს ასეთი გმირების გაზრდისთვის მადლობა გადავუხადო, მათი ნათელი სულის წინაშე კიდევ ერთხელ ქედს იხრის. იცით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეგონა თითქოს აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.

ჩვენი სირცხვილია ის, რომ ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი, სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო გაიქცა. მას სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც აქ ჩვენი გმირები იბრძოდნენ, მთელმა მსოფლიომ საქართველოს პრეზიდენტი მიწაზე გართხმული იხილა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ლომების არმია თავგანწირვით იბრძოდა, მაშინ მათ სათავეში გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი იდგა.

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუითა და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება