კიევის მერი - კიევში, ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული რაკეტები ჩამოაგდეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტების ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„რაკეტის ფრაგმენტები დედაქალაქის ერთ-ერთი ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა", - განმარტა კლიჩკომ.

მისივე თქმით, კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამის შემდეგ, დედაქალაქის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რაკეტების ფრაგმენტები მიმოფანტეს ობოლონსკის რაიონში კიდევ ორ ადგილას. ამასთან, კლიჩკოს ინფორმაციით, ბოგატირსკაიას ქუჩაზე კერძო სახლის სახურავი დაზიანდა. ასევე ფრაგმენტები აღმოაჩინეს ობოლონის რაიონშიც.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო