ჯუანშერ ბურჭულაძე - ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო - როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს

ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, როცა გამოძიება ქვეყნის ტრაგედიას ეხება, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს.

„მე იქ ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ მეწყრის რაიმე წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გამოძიება როდესაც ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და, რა თქმა უნდა, ყველა პროცესი მაქსიმალურად ობიექტურად უნდა წარიმართოს. ეს ცალსახაა. რაც შეეხება წინაპირობას, მე ეს შეგრძნება პირადად არ დამრჩენია, რომ ამ მეწყრის რაიმე წინაპირობა არსებობდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. 11 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო