საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„საქართველო გლოვობს ამ გმირებს, ამ ვაჟკაცებს. მეორე მხრივ, განცდა იმისა, რომ ასეთი ვაჟკაცები იბადებიან საქართველოში, სიამაყეს გმატებს, რადგან მტერი ჩვენს ქვეყანას ადვილად ვერასოდეს დაამარცხებს, ქედს ვერ მოახრევინებს. ეს ბიჭები და ყველა, ვინც ომში დაეცა თავისი ცხოვრებით ისტორიის შემქმნელები არიან. დიდება მათ სახელებს!“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინდისთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრნენ და ქართველი მებრძოლების გმირული თავგანწირვა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

„დღეს შინდისის გმირების ხსოვნის დღეა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას. მათი ისტორია არის გმირობის და თავდადების გამორჩეული ისტორია, როდესაც უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მამაცმა მეომრებმა დიდი ზიანი მიაყენეს მტერს და გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ჩვენს მომავალ თაობებს ყოველთვის ემახსოვრებათ მათი თავგანწირვა, მათი სახელები. ჩვენი ბიჭების, ჯარის გმირობა იმის გარანტია, რომ საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე. ჩვენ, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გავამთლიანებთ და გავაერთიანებთ ქვეყანას", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის