ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის თანახმად, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებმა SARAS-ს 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები 1 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ. კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა საწარმოს წერილობით გაფრთხილებას და/ან ფულად დაჯარიმებას იწვევს.
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია საქართველო“, როგორც ბუღალტრული მიმართულების ლიდერი, აღნიშნულ სერვისში კლიენტ კომპანიებს სრულ მხარდაჭერასა და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
„ფინანსური გამჭვირვალობის ახალი სტანდარტებით, რომელიც ფინანსური ანგარიშგებების მომზადებისა და SARAS-ისთვის წარდგენის ვალდებულებას გულისხმობს, კერძო სექტორის გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენთან, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოები იღებენ, როგორც ინდივიდუალური, ისე კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების მომზადების სერვისს, რა თქმა უნდა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრული ფუნდამენტური ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისად; სერვისის ფარგლებში, კლიენტ კომპანიებს ვეხმარებით სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენისთვის აუცილებელია. ასევე, კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ფინანსური ანგარიშგებები შესაძლოა, მომზადდეს კომპილაციური გარიგების ფარგლებში (რასაც ცალკე სტანდარტი არეგულირებს), თუმცა SARAS-ის მიზნებისთვის ეს არ წარმოადგენს ვალდებულებას.
“ნექსიასთან” თანამშრომლობისას, კლიენტი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია პროფესიონალი და გამოცდილი გუნდი, თანამშრომლობის წარმატებული ისტორიები და რა თქმა უნდა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც დამატებით გარანტიას წარმოადგენს“ – Nexia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის განვითარების დირექტორი, ლიკა კოღუაშვილი.
ცნობისთვის, მესამე კატეგორიის საწარმოდ ითვლება სუბიექტი, რომელიც ჩამოთვლილი სამი კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს სულ მცირე 2-ს:
თუ საწარმოს გააჩნია შვილობილი კომპანია/კომპანიები, ის ვალდებულია წარადგინოს ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება ჯგუფის ზომითი კატეგორიის შესაბამისად.
მეოთხე კატეგორიის საწარმოები ის სუბიექტებია, რომელიც აღნიშნული 3 კრიტერიუმიდან აკმაყოფილებს მინიმუმ 2 კრიტერიუმს:
(R)