ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინდისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უთანასწორო ბრძოლას შეწირული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

„მემორიალთან შეკრებილებმა 15 წლის წინ შინდისში მხდარი 17 ქართველი ჯარისკაცის გმირული ისტორია კიდევ ერთხელ გაიხსნეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

შინდისის ბრძოლა, ზუსტად 15 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ის ამ ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია. შეტაკების დროს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო