საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტების ლიდერებს შეხვდა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტების ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, AIPA-ს წევრი პარლამენტების დელეგაციებთან, მათ შორის ფილიპინების პარლამენტის ვიცე- სპიკერთან, ინდონეზიის, ლაოსისა და ვიეტნამის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კამბოჯასა და სინგაპურის პარლამენტების დელეგაციების ხელმძღვანელებთან ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. ასევე, გაიმართა საპარლამენტო ისტორიაში პირველი ორმხრივი შეხვედრა ტიმორ ლესტეს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

„შეხვედრებზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა მიმართულებებით განიხილეს. ხაზი გაესვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციის გაზიარებისთვის და საქართველოს პარლამენტის ასეანი-ს საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლად მიწვევისათვის, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ორმხრივი ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო