თეთრიწყაროში, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თეთრიწყაროში, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმეზე მესამე, ძებნილი ბრალდებულის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სამმა ბრალდებულმა, მათ შორის ერთმა არასრულწლოვანმა ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლი მოკლეს.

ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმოში დამარხეს, რის შემდეგაც მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ და მისი ნაწილებად დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველებმა ორი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი 22 მაისს დააკავეს, ხოლო მესამე პირის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდების შესახებ. სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) წარედგინათ.

სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რომელთაგან ერთს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს - არასრულწლოვან ბრალდებულს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმი 12 (თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მესამე ძებნილი ბრალდებულის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საქმის განხილვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო