ირაკლი ქარქაშაძე ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს, ხორხე ვარგასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ICAO-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით. საუბარი შეეხო, ასევე საქართველოს საავიაციო სფეროს განვითარების შესაძლებლობებსა და არსებულ გამოწვევებს.

,,ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორც ფრენების უსაფრთხოების, ისე საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენს გრძელვადიან გეგმებში შედის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ UAG აკადემია, რომელიც ICAO-ს და IATA-ს საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენინგ ცენტრების პირველი ქართული ანალოგი გახდება. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ ცნობადობა და დაინტერესება ავიაციის სფეროთი, გადავამზადოთ არსებული კადრები და მოვიზიდოთ ახალგაზრდა, კვალიფიციური ავიატორები. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება სამომავლოდ UAG აკადემია, რომლის ტრენინგ კურსებზეც საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები და სერტიფიკატები გაიცემა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს ტექნიკური ოფიცერი, ემნეთ გებრუ და საველე სამუშაოების აღმასრულებელი ოფიცერი, დენის კუბატი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი, ვაკო ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი კოორდინატორი, სალომე ხუნდაძე დაესწრნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო