თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა თორნიკე გრიგალაშვილმა ზაგრებში (ხორვატია) გამართულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე საბრძოლო სპორტში ვერცხლის მედალი მოიპოვა

2023 წლის ივლისში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტი თორნიკე გრიგალაშვილი ზაგრებში (ხორვატია) გამართულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე საბრძოლო სპორტში ვერცხლის მედალოსანი გახდა, შესაბამისად, აღნიშნულ ტურნირზე სტუდენტმა მეორე ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 42 ქვეყნის 1500-ზე მეტი წარმომადგენელი. ტურნირზე ქართული დელეგაცია წარმოდგენილი იყო 13 სტუდენტით. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თორნიკე გრიგალაშვილს და თსსუ-ის სპორტის ცენტრს (დირექტორი: გიორგი შუბითიძე) ამ დიდ წარმატებას.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე გრიგალაშვილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით არაერთ ტურნირზე აქვს გამარჯვება მოპოვებული. მათ შორის, გამორჩეულია საქართველოს უნივერსიადა-2022, სადაც თსსუ-ის სტუდენტი ჩემპიონი გახდა სამ სპორტულ სახეობაში (ქართული ჭიდაობა, სამბო, ძიუდო) და მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამი ოქროს მედალი მოუტანა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში