თინა ბოკუჩავა - პირადი წუხილების გამო, პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ

პირადი წუხილების გამო, პარლამენტში გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირონ, - ეს განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში განმარტა, თავის დროზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ადრეული გაფრთხილების სისტემებით აღჭურვის დაპირება გასცა და აღნიშნული საბიუჯეტო პრიორიტეტად დაასახელა, რაც არ განხორციელდა. ბოკუჩავას თქმით, არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზეც გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწიოს.

"საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს, გარდა ერთისა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე მეტად იმაზე ღელავდნენ, იმ პერიოდში, რომელიც საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლება გახდეს, მათი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გახარია პრემიერ - მინისტრი იყო.

თუ ეს არის მათი მთავარი წუხილი, ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი ტიპის კატასტროფასთან დაკავშირებით უკეთ იყოს აღჭურვილი.

ესა თუ ის დეპუტატი სწორედ ამ ინტერესიდან უნდა ამოდიოდეს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები პარლამენტში უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათ ხელში პარლამენტის საგამოძიებო კომისია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო