ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი იყო ჩართული, საიდანაც 56 საერთაშორისოა და 84 ადგილობრივი - საუბარი იმაზე, თითქოს პროექტს რაღაც დააკლდა ან ისე არ იყო გაკეთებული, უსაფუძვლოა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე რიკოთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.

მინისტრის განმარტებით, რეალობას აცდენილია ბრალდებები, რომელიც გაჟღერდა რიკოთის მაგისტრალის საპროექტო შესყიდვასთან დაკავშირებით.

„პირველ ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ რიკოთის გზის პროექტირება და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით. ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა ითვალისწინებს, პირველ რიგში, კომპანიის და კომპანიაში ამ პროექტისთვის წარმოდგენილი ინჟინრებისა და ექსპერტების შეფასებას, ანუ ტექნიკურ შეფასებას და მათ გამოცდილებას მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. ისევე, როგორც ფინანსურ გამოცდილებას და სხვადასხვა მოთხოვნას. სწორედ ამის შედეგად, 80/20-ზე ნაწილდება ქულების შეფასება, ანუ 80% მიენიჭება მთლიან შეფასებაში სწორედ ამ ექსპერტების შეფასებას და მათ კვალიფიკაციას. სწორედ ასეთი შესყიდვის შედეგად იქნა შერჩეული ამერიკული „აეკომი“ და იტალიური კონსორციუმი „აიარდი“ და „სპეა“ და თურქული კომპანია „თემელსუ“. ეს ოთხივე კომპანია არის ძალიან სახელოვანი წამყვანი კომპანია“. - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ისიც განმარტა, რომ საპროექტო სამუშაოებში უცხოურ კომპანიებთან ერთად ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ და უსაფუძვლო უწოდა ბრალდებას თითქოსდა პროექტი სათანადოდ არ შესრულდა.

„ამ კომპანიებთან ერთად, 3 წამყვანი ქართული კომპანია იყო საგზაო პროექტირებაში ჩართული და რაც საინტერესოა, ჯამურად, მხოლოდ პროექტირებაზე, მხოლოდ რიკოთზე, 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, ანუ 140 ინჟინერი და ექსპერტი, საიდანაც 56 იყო უცხოელი და 84 იყო ადგილობრივი. გარდა იმისა, რომ გამოცდილი კომპანიები ამზადებნენ დეტალურ პროექტს, საკუთრივ საფინანსო ინსტიტუტებს ჰყავდათ თავიანთი დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტირების პროცესში და, საბოლოო ჯამში, მათი დადასტურებების, აუდიტის საფუძველზე იქნა დამტკიცებული აღნიშნული პროექტები.

ამის შემდგომ ეს პროექტი განისაზღვრა როგორც ვარგისიანი, დამაკმაყოფილებელი, ხარისხიანი პროექტი. ბევრი მსჯელობა გვესმოდა იმაზე, თუ რამდენად არიან ქართველი სპეციალისტები ჩართული, ვფიქრობ, რომ ეს ციფრები მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და მასშტაბური ჩვენი ინჟინრების ჩართულობა ამ მიმართულებით. და როდესაც საკუთრივ უკვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებულ ექსპერტებზე ვსაუბრობთ, აქაც ძალიან გამოცდილ გერმანელ, ფრანგ, იტალიელ, ავსტრალიელ, ავსტრიელ და სხვა ძალიან წარმატებული და დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან და კომპანიებთან გვქონდა საქმე. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პროექტს თითქოს რაღაცა დააკლდა ან რაღაც ისე არ იყოს გაკეთებული, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის