ალექსანდრე ლუკაშენკო - პრემიერს დავავალე დაუკავშირდეს პოლონელებს, თუ სურთ, ვილაპარაკოთ, ურთიერთობები დავალაგოთ - მეზობლები ვართ და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთთან „ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი, უპირველეს ყოვლისა, “აღმოსავლეთის ხარჯზე ცხოვრობს” - რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობის.

„მაგრამ მაღალტექნოლოგიური დასავლეთიც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი გვერდით არიან, ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი. და მათთან ურთიერთობების დაკარგვა არ შეიძლება. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო (ახლა ისეთი ტურბულენტობაა, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, დიდი სირთულეებია) - 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მოხდება, მათ შორის”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავდროულად ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონელებთან საუბარია საჭირო.

„პრემიერ-მინისტრს დავავალე დაუკავშირდეს მათ. თუ სურთ, ვილაპარაკოთ, ურთიერთობები დავალაგოთ. მეზობლები ვართ, და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან”,-განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, აქამდე, 2023 წლის მარტში, ლუკაშენკო პოლონეთს მის ქვეყანაზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო