პრემიერი - 2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დავაფუძნე, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც პრეზიდენტ სი ძინპინის სარტყლისა და გზის ინიციატივას შეუერთდა, 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დავაფუძნე,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამიტომ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს. თქვენ ახსენეთ გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. მინდა ასევე გითხრათ რომ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც „სარტყლისა და გზის" ინიციატივას შეუერთდა. ეს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივა იყო. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, დავაფუძნე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ყველა ეს ინიციატივა შესანიშნავია! არაჩვეულებრივი იდეებია, კრეატიული იდეებია და უკავშირდება მხოლოდ მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს ინსპირაციას აქედან და მიემხრობა ამ ინიციატივებს", - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო