პრემიერი - პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება

პეკინის ენის და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნა სასიხარულო და სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხალხთა შორის კავშირების და მეგობრობის ისტორია ხანგრძლივია.

„ჩემთვის ეს იყო კიდევ ერთი სასიხარულო ჟესტი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება პრეზიდენტისა და პეკინის უნივერსიტეტის თავმჯდომარის მიმართ, რადგან ჩვენთვის დიდი შოთა რუსთაველი ის პოეტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში. ის გვასწავლის სიკეთეს, ღირებულებებს, საყოველთაო ღირებულებებს - სიბრძნეს, მეგობრობას, ერთგულებას. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სიმბოლური ჟესტია ჩინეთის მხრიდან, რაც არასოდეს დაგვავიწყდება",– აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო