გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2023 წლის 7 თვეში, დაცულ ტერიტორიებზე 521 086 ვიზიტორი იმყოფებოდა - ყველაზე პოპულარულ 5 ლოკაციაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა

2023 წლის 7 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 31%-ით არის გაზრდილი, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა.

„საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს