ლევან დავითაშვილმა ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრს უმასპინძლა

ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება კიდევ უფრო აქტუალური გახადა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში იმყოფება.

ინფორმაციის თანახმად, კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

„მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს.

ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში,თბილისში გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე მარატ კარაბაევმა მწუხარება გამოხატა რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო და ქვეყნის სახელით, ლევან დავითაშვილს მიუსამძიმრა.

ყაზახეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებს და ღონისძიებებს, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის" დირექტორი ლევან კანკავა და „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით