გრიგოლ გეგელია - ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება

პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა და ამით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთ-ერთი ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი „რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი“ ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება უნდა იყოს.

„ჩინური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს“ შესაქმნელად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს. ეს ღარიბაშვილს არ ადარდებს. პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, იგი დაინტერესებული მხარეა - ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ.

სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის. რასაკვირველია, ამას მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება დასავლეთიდან და მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პრო-ქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად. ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია და ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო