პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

„ოპერაციაში კოდური სახელით RENGAW გადავწყვიტე სამხედრო ოპერატიული დაჯგუფება შემექმნა. ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება აქ, საველე პირობებში, პოდლიასკის სავოევოდოში და ასევე დახმარება, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდება,” - განაცხადა ბლაშჩაკმა.

12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ეხმარებიან მის ოპერაციებში.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერაცია GRYF გვაქვს, რომლის მიზანიც საზღვრის დახურვასა და გამაგრებაში მდებარეობს. ამ ოპერაციაში პოლონური არმიის 4 ათასამდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მიერ საკუთარი საზღვრის გამაგრება კრემლის პროპაგანდისტული აპარატით იქნება გამოყენებული.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად“, - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო