ვოლოდიმირ ზელენსკი - აზერბაიჯანი მზადაა უკრაინას ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზადაა, უკარაინას ახალი ჰუმანიტარული პაკეტი მიაწოდის, მათ შორის ნაღმების გამწმენდი აღჭურვილობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„აზერბაიჯანი მზად არის წარმოადგინოს ახალი ჰუმანიტარული პაკეტი, მათ შორის აღჭურვილობა ტერიტორიის ნაღმებისგან გასაწმენდად. ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უკრაინამ ეს აღჭურვილობა პარტნიორებისგან უნდა მიიღოს და ასევე დაფუძნებული უნდა იყოს უკრაინაში წარმოებაზე, რათა ჩვენი მიწა რუსული ნაღმებისგან გავასუფთავოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამჟამად 174 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია სახიფათოა ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო.

"ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, ვინც ამ მიმართულებით გვეხმარება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება