მიხაილო პოდოლიაკი - ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს

უკრაინის სტრატეგიული მიზანი, ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარდა, ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც მომავალში აგრესიის განმეორებას შეუძლებელს გახდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი "ტვიტერზე" წერს.

„პირიქით, "ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი“ რუსეთის მიერ ტერიტორიის ანექსიებით, როგორც ამას ზოგიერთი დასავლელი დამკვირვებელი განიხილავს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარეშე (რადგან ომი არ დასრულებულა) მხოლოდ წაახალისებს მოსკოვს, გაზარდოს საკუთარი მადა და ხანმოკლე შესვენების შემდეგ ომს დაუბრუნდეს", - აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს.

„ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს: არმიის გაძლიერება, იარაღის მიწოდების დაჩქარება, ტერიტორიის დეოკუპაცია, რეჟიმის შეცვლა რუსეთში, კომპენსაცია ახალი მთავრობის მხრიდან და სამხედრო დამნაშავეების სავალდებულო დასჯა", - აცხადებს პოდოლიაკი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო