მიხეილ სარჯველაძე - სტიქიის მასშტაბის გათვალისწინებით არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები

სტიქიის მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში შეიძლება დასრულდეს სამძებრო სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოებისთვის სრული რესურსია მობილიზებული.

„რა თქმა უნდა, სრული რესურსის მობილიზებით სამძებრო სამუშაოები ხორციელდება, თუმცა მასშტაბის და ზომების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი პროგნოზირება ზუსტად, რა ვადაში და როდის შეიძლება დასრულდეს მთლიანად სამძებრო სამუშაოები. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებას პრაქტიკულად ყველა სიახლის და ყველა მიმდინარე განახლების შესახებ სრულად ინფორმაცია მიეწოდება“, - დასძინა მან.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულს ეძებენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო