შს მინისტრი - სამი ახალი ვერტმფრენია შეძენილი საფრანგეთში, წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი - ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფოს სამი ახალი ვერტმფრენი ჰყავს შეძენილი და პირველი ვერტმფრენი 2024 წლის მარტში ჩამოვა.

როგორც მან, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან განმარტა, ვერტმფრენების შეძენაზე მუშაობა თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.

„ვერტმფრენები შეძენილია უკვე, სამი ახალი ვერტმფრენია შეძენილი, საფრანგეთში შევიძინეთ და წესით მარტში უნდა ჩამოვიდეს პირველი ვერტმფრენი და იმ წელს დამთავრდება სამი ვერტმფრენის ჩამოყვანა. ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს და სწავლება უნდათ პილოტებს და ა.შ.

რაც შეეხება - „მერე აღარ მოხდება?!“ - მაგაზე ვერავინ ვერ გაზღვევს, ამასაც (არსებულ ვერტმფრენებს) შეუძლია იგივე, რაც იმას შეუძლია, უბრალოდ ისინი ახლებია. ისინი ევროპულია და უფრო დახვეწილია, ესენი კი საბჭოთა კავშირის დროინდელი ვერტმფრენებია. ორი გვყავს ახალი, პატარა, რომელშიც ბევრი ხალხი ვერ ეტევა. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია, არც ერთი პილოტი არ აფრინდება თუ ვერტმფრენი გამართული არ არის. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, რომ ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდით ისევ? ვიყიდეთ ახლები. (ჩარჩენილი მოქალაქეები) უსაფრთხო ადგილას იყვნენ, არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთებია და შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში. იქაც გარისკეს პილოტებმა ადამიანი ცოცხალი იყო, თუმცა მოხდა უბედურება და იგივე შეიძლება განმეორდეს და როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკოს“, - განაცხადა მინისტრმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო