უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა - ოდესასა და ზაპოროჟიეში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განგაშის რუკაზე „გაწითლდა“ კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქები.

მედიის ინფორმაციით, ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია სამი დაშავებულის შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა და შენობების ფანჯრები დაზიანდა.

აფეთქებების ხმა ოსმოდა ზაპოროჟიეშიც. საჰაერო ძალების განცხადებით, ოლქში ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა უკრაინელებს მოუწოდა, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ და არ გადაიღონ და გაავრცელონ საჰაერო თავდაცვის მუშაობის პროცესი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო