პოლონეთის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება

პოლონეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, მეტეუშ მორევეცკის განცხადებით, ქვეყანაში ევროკავშირის მიგრაციის რეფორმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ, მზად არიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი მიიღონ.

კერძოდ, მორავეცკის ინფორმაციით, რეფერენდუმი დასვამს კონკრეტულ შეკითხვას: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული იძულებითი გადაადგილების მექანიზმის ფარგლებში?"

მორავიეცკის მთავრობა დიდი ხანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას მის წევრებს შორის მიგრანტების თანაბრად განაწილების შესახებ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ივნისში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით, უნგრეთი და პოლონეთი, მისი წინააღმდეგი იყო.

დასავლური მედია წერს, რომ მიგრაცია და უსაფრთხოება არჩევნების ცენტრალური თემა იქნება, რადგან მორავიეცკის მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა (PiS) ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მათივე ინფორმაციით, პარტიამ რვაწლიანი მმართველობის გასახანგრძლივებლად საარჩევნო კამპანია გასულ ხუთშაბათს დაიწყო, როდესაც თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა გამოაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვართან ახლოს 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა აგრესორმა ქვეყანაზე თავდასხმა ვერ გაბედოს. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც, გასულ კვირას, ბელარუსის სამხედრო ვერტმფრენებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და "ვაგნერის" ჯგუფის დაქირავებულებმა ბელარუსში ბანაკი მოაწყვეს.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით