ბლოკჩეინ მონაცემთა ანალიზის წამყვანი კომპანიის Chainalysis-ის ექსპერტების მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2-დღიანი ტრენინგი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამომძიებლებსა და ანალიტიკური პერსონალისთვის ორგანიზებული 2-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კომპანია Chainalysis-ის ექსპერტებს (მაჰმუდ ელ სადი ესსას და შაილენდრა სადს) უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს მომსახურებას და ასევე, აწვდის უშუალოდ მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

„მიმოხილულ იქნა საქართველოს ციფრული შესაძლებლობები და ამჟამინდელი ლოკალური კრიპტოინდუსტრიის პოზიციები მსოფლიო მასშტაბით, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სავალდებულო რეგისტრაციის პროცესის მოსალოდნელი შედეგები და ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების შესაბამისობა. ტრენინგის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ კომპანია Chainanalysis-ის სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფებას, „ბლოკჩეინში“ ციფრული კვალის მიკვლევადობის და ანალიტიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

განხილული იქნა საგამოძიებო სამსახურის საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერის და მისი თანამშრომლების გადამზადების პერსპექტივები ისეთი თემატიკის გათვალისწინებით, როგორებიცაა: ფულის გათეთრების რისკები ვირტუალური აქტივების კუთხით და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; საერთაშორისო თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მისი სამართლებრივი საფუძვლები; ციფრული მიკვლევადობა, მათ შორის ბლოკჩეინ სისტემებში და ა.შ.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით, კონკრეტული მიმართულებით კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო