ვახტანგ გომელაური - ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება - დაახლოებით, 9 წელია თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის მიერ გადაყენებული

ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კითხვას, განიხილება თუ არა მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა.

„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს ბატონი პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი და თუ ისინი გადაწყვეტენ, არაფერი არ გამიჭირდება. მე, დაახლოებით, 9 წელია რაც თანამდებობაზე ვარ, ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი...“- განაცხადა გომელაურმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს