თემურ მღებრიშვილი - ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში

ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია და დარჩენილია 25-26%.

„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, რომელსაც მინისტრი ატარებდა, ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი და მინისტრისგან მიიღეთ დავალებები თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილი რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები. ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, სადაც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი დამუშავებულია, დარჩენილია 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. მუშაობა არ წყდება.

დღეს კიდევ შევხვდებით მინისტრს, არის რაღაც ნიუანსები, რასაც მოვახსენებთ მინისტრს და გადავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით გეტყვით.

ვიდრე იარსებებს თუნდაც თეორიული მცირე შანსი აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ტექნიკის და ადამიანის შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო