დავით გაბაიძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ისრაელში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ქნესეთის თავმჯდომარესთან ამირ ოჰანასთან, ისრაელ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დავიდ ბიტანთან და ისრაელის ტურიზმის მინისტრთან, ჰაიმ კაცთან.

„დავით გაბაიძე, ვიზიტის ფარგლებში, ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის, აშდოდის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აშდოდის ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, ქალაქის ყოფილი მერი, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ, საქართველო-ისრაელის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფების ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აშდოდის პორტი და შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ისრაელის სახელმწიფოს ტურიზმის (Haim Katz), სოფლის მეურნეობის (Avi Dichter), თავდაცვისა (Yoav Galant) და საგარეო საქმეთა (Eli Cohen) მინისტრებთან, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ს (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) ხელმძღვანელობასთან. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს რუტენბერგის ელექტროსადგური, რომელიც აშკელონთან ახლოს, ღაზასთან მდებარეობს.

ქართული დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, მიიღო და დალოცა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო