გერმანიის ფინანსთა მინისტრი - ის, რაც უკრაინაში სასწორზე დევს, ევროპული მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია

გერმანიის ფინანსთა მინისტრის, კრისტიან ლინდნერის განცხადებით, ის ითანამშრომლებს უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით, რადგან დასავლელი მოკავშირეები მხარს უჭერენ ქვეყნის აღდგენის მცდელობებს კონფლიქტის ფონზე.

„ბოლოს აქ 2020 წლის დასაწყისში ვიყავი და გავიცანი ქვეყანა, რომელმაც აირჩია დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა“, - აღნიშნა ლინდერმა და დასძინა, რომ ის ახლა ისე დარწმუნებულია, როგორც არასდროს იმაში, რომ რუსეთი უკრაინას ამის გამო დაესხა თავს.

„ის, რაც აქ სასწორზე დევს არის ევროპული მშვიდობისა და თავისუფლების წესრიგის მომავალი“, - აღნიშნა კრისტიან ლინდნერმა.

მისი თქმით, გერმანიამ უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, 1.5 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება უკვე გაუწია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო