15 აგვისტოს Black Sea Arena ამერიკულ როკ ბენდს The killers უმასპინძლებს

15 აგვისტოს Black Sea Arena კამპანიის „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკულ როკ ბენდს, The Killers-ს უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი „თიბისია“.

„თიბისის“ ცნობით, ბილეთები Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - BSA.ge-ზე იყიდება.

„80-იანი წლების სინთპოპისა და ალტერნატიული როკ-მუსიკის გავლენით, The Killers-მა გლობალური აღიარება სადებიუტო ნამუშევრებითვე მოიპოვა. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფორუმებისა და ფესტივალების სტუმარია.

დღესდღეობით, The Killers თავის მუსიკალურ მემკვიდრეობას აქტუალურად ინარჩუნებს და ახალ მსმენელს უზიარებს, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. ბენდი საქართველოს პირველად „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს.

14 აგვისტოს 15:00 საათიდან The Killers-ის ბილეთების შეძენა უკვე Black Sea Arena-ს სალაროში იქნება შესაძლებელი. „თიბისი“ ბარათის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო