უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ახალ მობილიზაციას ამზადებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია მობილიზაციის ახალ ტალღას გეგმავს.

„ჩვენი შეფასებით, კრემლი გეგმავს რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მობილიზებას უკრაინაში ომისთვის. ამ გეგმის განსახორციელებლად, იმის შესანარჩუნებლად, რაც ოკუპირებული აქვს და ჩვენს სახელმწიფოზე სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად მტერს სჭირდება არა მხოლოდ მობილიზება, არამედ დრო ჯარისკაცებისა და მათი აღჭურვილობის მოსამზადებლად", - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

მისი თქმით, მასობრივი მობილიზაცია პუტინის რეჟიმისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.

"კრემლი ამისთვის დიდი ხანია ემზადება“, - დასძინა სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, აგრესორმა სახელმწიფომ უკვე მიიღო მთელი რიგი კანონები და რეგულაციები, რომელიც ამკაცრებს სასჯელს სამხედრო კომისარიატებში გამოუცხადებლობისა და მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო.

ასევე, რუსეთში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი გაიზარდა და უწყება უკვე ელექტრონული ფორმატით იგზავნება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო