PSP განაგრძობს თურქული იაფი მედიკამენტების პროექტის ფარგლებში მედიკამენტების მოძიება-შემოტანას

კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას.

ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 კოლოფი 52 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი ერიუსი, რომელიც სხავდასხვა მიზეზების გამო საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში დეფიციტში იყო.

მეორე წელია, ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ იაფ მედიკამენტს სთავაზობს.

„2022 წლის თებერვალში თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

თურქ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან აქტიური თანამშრომლობას ყოველდღიურ რეჟიმში ვახდენთ ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; ამჯერად 52 დასახელების 81000 კოლოფის შემოვიტანეთ, რომელიც უახლოეს დღეებში გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ერიუსი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში დეფიციტური იყო.

თურქეთის მწარმოებელ და მომწოდებელ კომპანიებთან მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებეთ, რომ მომხმარებლებს, არა მხოლოდ საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში უწყვეტად მივაწოდოთ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ყველაზე ფართო არჩევანი“ - აცხადებენ PSP-ში.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო