„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში ახალი, მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მიმდინარე მასშტაბურ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბათუმში ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 ხიდის, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხის, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. პროექტის ღირებულება 31 მლნ. ლარს შეადგენს.

ინფორმაციის თანახმად, თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო ბათუმი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი, 182 ბინაზე გათვლილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

„ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტთან ერთად, ჩვენ აქტიურად ავამოქმედეთ მართლაც, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამა - ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ამ მიმართულებით სრულად არის მობილიზებული საბიუჯეტო რესურსი. შემდეგი 2 წლის განმავლობაში 3000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, თანამედროვე საცხოვრისით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი გზების მშენებლობა, არსებული გზების რეაბილიტაცია. მისასალმებელია, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ხახულის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლების გამავლობაში იყო მოუწესრიგებელი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათი განმარტებით, პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და მიზნად ისახავს ავარიული სახლების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ასევე 11 მისამართზე განხორციელდა გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

ბათუმში მიმდინარე პროექტებს საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს ხელმძღვანელი პირები გაეცნენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო