„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება" - ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

ამერიკის აკრედიტაციის კომისიის წარმომადგენლობის განცხადებით, კლინიკა „ფერომედმა“ აკრედიტაციის თაობაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა და სექტემბრიდან კლინიკაში წინასწარ აუდიტის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას, რაც დაეხმარება კლინიკებს შეაფასონ აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე.

„ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს ჩაუტარდება სპეციალური ტრეინინგებიც უშუალოდ AACI ის ექსპერტების მიერ, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს. მისივე განცხადებით, კლინიკები მიიღებენ AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე. აკრედიტაციის სტანდარტი არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მთავარია კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში დააკმაყოფილონ სტანდარტების მოთხოვნები. აკრედიტაცია სამწლიანია და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

AACI ის აკრედიტაციის პროგრამის წინასწარი შეფასების კომპონენტი საშუალებას მისცემს კლინიკებს, სრულად გაიაზრონ და დაგეგმონ ძირითადი შეფასების პროცესი. რაც პრაქტიკულად არ ტოვებს სივრცეს დამატებითი კონსულტაციისთვის. თავად პროცესში ხდება მენეჯმენტის ყველა რგოლთან გასაუბრება და პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება.

კლინიკებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების გაფორმების პროცესი საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ“,- განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო