თემურ მღებრიშვილი  - 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს - ხვალისთვის გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას ვგეგმავთ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

„დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, რომელზეც დილითვე მოგახსენეთ. გვქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, სამწუხაროდ, მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით, 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო