თბილისის მერია უსახლკარო ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში დამატებით ექვს უძრავ ქონებას შეიძენს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში უკვე 79 უძრავი ქონებაა შესყიდული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი და დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენა მოხდება.

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო უსახლკარო ოჯახების დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და მოსახლეობას დავპირდით, რომ თბილისში არცერთი უსახლკარო ადამიანი არ გვეყოლებოდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს დავიწყეთ ბინების შესყიდვა. უკვე 56 ბინა შესყიდული, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ოჯახი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეებმა, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ჯერ უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე, უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. უსახლკაროს სტატუსს ჯანდაცვის სამინისტრო ანიჭებს. შემდეგ უკვე საკითხს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეის მდგომარეობით, 400-მდე უსახლკარო ოჯახი გვყავს რეგისტრირებული და საცხოვრებელ ფართს ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო