გენადი არველაძე - „პეტრა სი რეზორტის“ სახით საქართველოს კიდევ ერთი საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ნინო ენუქიძემ ციხისძირში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსის „პეტრა სი რეზორტის“ მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „პეტრა სი რეზორტის“ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

უწყების ცნობით, კომპლექსი 42 შენობას მოიცავს, რეზორტის ცენტრალურ შენობაში 150 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი ბრენდული სასტუმრო განთავსდება. პროექტის გამორჩეული არქიტექტურის მქონე და ყველაზე მაღალ 54 სართულიან შენობას კი 1000 ბრენდული რეზიდენცია დაიკავებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეზორტის მხოლოდ 30 %-ზე განთავსდება შენობები, ხოლო კომპლექსის მთლიანი ფართის 70%-ს ინსფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები დაიკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში კომპლექსი ენერგოეფექტურობის პრინციპებზე დაფუძნებული სივრცე იქნება, რომლის დიდი ნაწილს რეკრეაციული ზონები დაიკავებს. კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2025 წლის ბოლოსკენ დასრულდება.

„საქართველოს, კერძოდ აჭარის რეგიონს კიდევ ერთი, საერთაშორისო დონისა და მასშტაბის მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ტურისტების მოზიდვას. გარდა იმისა, რომ აღნიშნული კომპლექსი რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება, ის შექმნის ასობით ახალ სამუშაო ადგილს, რაც ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დარწმუნებული ვარ, „პეტრა სი რეზორტი“ ერთნაირად საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო