„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება - Tester’s Day 2023 გაიმართება

9-10 სექტემბერს, „თიბისის“ მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - კონფერენციას „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოსა და ევროპის წამყვანი კომპანიები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო სპიკერები მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ დაუკავშირდნენ პროფესიონალებს საქართველოდან და ევროპის მასშტაბით. დაამყარონ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარონ ცოდნა და გააძლიერონ პროფესიული ქსელი.

„დღის განმავლობაში ჩატარდება პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნობა QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის - Quality Assurance ) - ის ბაზრის უახლეს კვლევას.

ტესტერთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად სექტემბერში აღინიშნება. ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი (GeoSTQB). „თიბისი“ მესამე წელია კონფერენციის მხარდამჭერია.

GeoSTQB არის საქართველოს პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭო -ISTQB-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის მიზანია სხვადასხვა ღონისძიებებითა და სასწავლო პროექტების საშუალებით საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულების განვითარება, ტრენინგ ცენტრების და კურსების აკრედიტაცია და ISTQB ოფიციალური სხვადასხვა დონის გამოცდის მხარდაჭერა.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan, Exactpro და Women’s empowerment principles. ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ.

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით