სურსათის ეროვნული სააგენტო - საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლირებადია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 70 ათასი ჰა ფართობი სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, გლობალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოსაზღვრე ქვეყნებში აღინიშნება კალიების გავრცელების არეალის ზრდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, საქართველოში კალიების პოპულაცია კონტროლირებადია.

„საქართველოში დანერგილია მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის უახლესი მეთოდები, რაც ხელს უწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას, რაც ამ მავნებლის უკონტროლო გავრცელებას ახასიათებს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ საქართველო, 10 ქვეყანასთან ერთად, ჩართულია FAO-ს რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“.

„პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, საქართველოში არსებული კალიებთან ბრძოლის სისტემა რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო