სერგეი შოიგუ - კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის, მაგრამ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან - ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს

მოსკოვში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენცია ტარდება. კონფერენციის მუშაობაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ მონაწილეობენ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციამ“ სამხედრო სფეროში დასავლეთის დომინირება დაასრულა.

„სამხედრო სფეროში კოლექტიური დასავლეთის დომინირება დავასრულეთ. ცვლილებებმა აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების როლი გაზარდეს, მათ შორის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში ამ სახელმწიფოების სუვერენული განვითარებისთვის“, - განაცხადა შოიგუმ.

მისივე განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა გადახედოს თავისი გადაწყვეტილება კასეტური საბრძოლო მასალის არგამოყენების შესახებ.

„მინდა შევახსენო ყველას, რომ კასეტური საბრძოლო მასალა ჩვენს შეიარაღებაშიც შედის. დღემდე, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩვენ თავს ვიკავებდით ამის გამოყენებისგან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს“, - განაცხადა შოიგუმ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო