გიორგი ბოტკოველი - ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მოსახლეობა - ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს

ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან. ინტერპელაციის პროცესი სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დავსვათ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ადამიანებს“.

„ის, რომ კითხვები არსებობს, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ეს მავნებლური, ბოროტული და უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც გაკეთდა ხელისუფლების, მთავრობის თუ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. სწორედაც პოლიტიკურად უნდა მივუდგეთ, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გაწირავს ჯერ ადამიანებს და ვინც გადაურჩა სტიქიას მათ ასე დასცინის და ხვალ - ზეგ მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. სწორედ ინტერპელაციის პროცესი ითვალისწინებს ამას, რომ ჩვენ იქ გვექნება საშუალება დავსვათ ყველა ის კითხვა, რომელიც აწუხებს არა ამ შემთხვევაში რომელიმე პოლიტიკურ ძალას და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მოსახლეობას, რა კითხვებიც ძალიან ბევრი გაჩნდა დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო