უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას აგრძელებენ

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას, ხოლო ავდეევკასა და მარიინკას მიმართულებებზე - რუსული ჯარის შეტევების მოგერიებას აგრძელებენ.

ინფორმაციას Facebook-ზე ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების პრესცენტრი ავრცელებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, მაგრდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ახორციელებენ საარტილერიო ცეცხლს მოწინააღმდეგის ობიექტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ 4 სარაკეტო და 20 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 16 საბრძოლო შეტაკება მოხდა, ტანკების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და არტილერიის გამოყენებით.

„სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რუსი სამხედროების მხრიდან სარაკეტო შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების რისკი კვლავ მაღალი რჩება უკრაინის მთელს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო