გურამ მაჭარაშვილი - არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას" პასუხი არა აქვს - უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს

არ არსებობს კითხვა, რაზეც „ნაცმოძრაობას" პასუხი არა აქვს - უბრალოდ, ეს არის ხალხი, რომელიც ტრაგედიებით იკვებება და სურს, საკუთარი დღის წესრიგი სწორედ ტრაგედიებსა და ომებზე ააგოს, - ასეთია უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის პოზიცია შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით დაბარების შესახებ.

მაჭარაშვილის თქმით, აქედან გამომდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც.

მისივე შეფასებით, "ამიტომაც ყოველთვის იქნება 10-0 ოპოზიციის საწინააღმდეგოდ".

"თუ დააკვირდებით, რადიკალური ოპოზიცია ომებითა და ტრაგედიებით ცხოვრობს. თუ ომი ან ტრაგედია არ არის, ხალხი არავის ახსოვს. როგორც კი ტრაგედია მოხდება ან უნდათ, რომ რამენაირად ომი იყოს, გაცოცხლდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა დაამხონ. ეს არის მათი სტილი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებაშია მხილებული, ახლა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და შს მინისტრს იმაში ადანაშაულებენ, რომ თითქოს სტიქიისგან გადარჩენილებს ებრძვიან.

"ეს არის სპეკულაციის შემადგენელი ნაწილი. ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე მთელმა საზოგადოებამ ნახა - თუ როგორი სახე ჰქონდა, როცა პირველ კომენტარს იძლეოდა. ასევე ყველამ იცის, რა მიზეზით არ იყო სტიქიის ადგილზე შს მინისტრი პირველივე დღეებში.

ყველას მშვიდობა და ჯანმრთელობა მისცეს, მაგრამ მაინც და მაინც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო ის, რომ შემდეგ სხვისი გაიგო?! ხომ არ შეიძლება ყველაფერზე წახვიდე და ყველაფერი იკადრო იმისთვის, რომ როგორმე პოლიტიკური პროცესი მოიგო. ტყუილებისა და დეზინფორმაციის ცეცხლი რომ გაიხსნა, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა?! როცა პირდაპირ ამბობდნენ, რომ თურმე იქ წყალი გუბდებოდა და არავის შეატყობინეს, ამაზე ვინმემ ბოდიში მოიხადა - ის, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობდა, ტყუილი აღმოჩნდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო