გიგი წერეთელი - არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს, ამიტომ, არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა

არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს, ამიტომ, არა კომისიის შექმნა, არამედ ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს მთავარი ამოცანა, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, ამ პარლამენტში შეუძლებელია, რომ საგამოძიებო კომისიის ინიციატივას რაიმე განვითარება ჰქონდეს.

„ნებისმიერ ნორმალურ პარლამენტში, სადაც წესები და კანონები იცნობა, საგამოძიებო კომისიის არსებობა ასეთ ტრაგიკულ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, როცა ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, სწორი ინიციატივა იქნებოდა, თუმცა არსებული პარლამენტი არანაირ წესს არ იცავს. იგი ორიენტირებულია უმრავლესობის პოზიციის დაცვაზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არანაირ არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცეს. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ არა კომისიის შექმნა, არამედ ამ ტიპის ხელისუფლების შეცვლაა ჩვენი მთავარი ამოცანა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო